საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელს, რომელიც წყნეთის ტაძრის მრევლია, COVID19 დაუდასტურდა

საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელს, რომელიც წყნეთის ტაძრის მრევლია, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა, ტაძარი სავარაუდოდ, დაიხურება.

„ვაზუსტებ, ვიცი რომ ერთ-ერთი დაავადებული რომელსაც დაუდგინდა, იყო იმ ტაძარში მისული. სავარაუდოდ დაკეტავდნენ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს ჯერ. საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, მე მგონი ექიმი არ არის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა, ტაძრის სასულიერო პირები კი კარანტინში იმყოფებიან.

17 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 348-დან 370-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 370 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 77. გარდაცვლილია 3.

Facebook Comments
%d bloggers like this: