სასწრაფო დახმარების ავტომობილებს კომპანია “ფიატი” უსასყიდლოდ მოემსახურება

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასწრაფო დახმარების მანქანებს უფასო ტექნიკური მომსახურება 1 თვის განმავლობაში გაეწევა.

ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანია “ფიატის” ხელმძღვანელს, ზურა გვაზავას, მადლობა პირადად გაუხადა და ყურადღება სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაზე გაამახვილა.

“ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც სასწრაფო დახმარების მედპერსონალი კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედიკოსების მიმართ მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვა. მადლობა მინდა გადავუხადო “ფიატის” ცენტრს იმისთვის, რომ გამოხატა თანადგომა და საკუთარი წვლილი შეიტანა სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაში ” – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: