ქართველი ექიმი, რომელიც გერმანიაში მუშაობს, კოლეგების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია, რომელიც გერმანიაში მუშაობს, სამშობლოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს თანამემამულე კოლეგებს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეგობრებო , ამ გოგოს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს – მარიამ ჭყონია!!! კიდევ ერთი მიზეზი რომ ამაყი ვიყოთ ქართველი ერით!!  კიდევ ერთი ახსნა, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ათასწლეულების გამოწვევებს გაუძლოს! მეგობრებო, ლიუბეკის ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების ექიმი მარიამ ჭყონია არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში, რომ დაეხმაროს ქართველ კოლეგებს და საქართველოს მოსახელეობას!

მარიამ ჭყონია პატივი იყო თქვენი გაცნობა! ესეთი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს და სანიმუშონი არიან!!

მარიამ დიდი მადლობა ყველაფერი კარგად იქნება!! ძალა ერთობაშია“, – წერს კონსული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: