წყნეთის ღვთისმშობლის ტაძრის სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან

წყნეთის ღვთისმშობლის ტაძრის სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები თვითიზოლაციაში არიან. მიზეზი ერთ-ერთი მრევლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, წმინდა იოაკიმესა და ანას ცენტრში შრომითი უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებდა, თუმცა სამსახურში უკვე ერთი თვეა, არ მისულა.

ტაძრის მღვლდელმსახურის მამა იოანეს განცხადებით, ინფიცირებული ქალი ამ ეკლესიის მრევლი არ არის და მან აღსარება მხოლოდ ერთხელ, 10 დღის წინ, ჩააბარა. მისი თქმით, ქალს ზიარება არ ჩაუბარებია.

ტაძარი ამ დროისთვის დაკეტილია.

Facebook Comments
%d bloggers like this: