აშშ-ს ელჩი პატრიარქს მიმართავს

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს.

“ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.

აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის”, – აღნიშულია კელი დეგნანის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: