„ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება.

„ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით“, – წერს ეპისკოპოსი Facebook-ის გვერდზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: