ვინ არის ქალი, რომელმაც სააღდგომოდ მიტანილი პასკა და კვერცხები კანალიზაციაში ჩაყარა

დევნილების დასახლებაში აფხაზეთის მთავრობის მიერ ჩატანილი სააღდგომო ნობათი ერთ-ერთმა დევნილმა დაიწუნა და გაბრაზებულმა, კანალიზაციის არხში ჩაყარა.

„არ ვარ კმაყოფილი, რაში მაინტერესებს პასკა და კვერცხი, რაღაცა ნორმალური მოგეტანათ“, „როცა სახლში ხარ გამოკეტილი, 20 კვერცხი და ერთი პასკა რა არის“,- უთხრეს დევნილებმა მთავარ არხს, რომელიც იმ დროს ადგილზე იყო და იღებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელმაც პასკა და კვერცხები გადაყარა,  ნაციონალების მიერ დადგმული სპექტაკლის შემსრულებელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: