ზაალ ანჯაფარიძე – covid19-თან ბრძოლის ხაზი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობაზე გადის!

როცა ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი სახლში დარჩენა, ფიზიკური დისტანციიის დაცვა და ზოგადად, რეკომენდაციების შესრულებაა – ასეც უნდა მოვიქცეთ,-ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, covid19-თან ბრძოლის ხაზი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობაზე გადის.

„უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ექიმებს, ქვეყნის ეკონომიკას!..

როცა ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი სახლში დარჩენა, ფიზიკური დისტანციიის დაცვა და ზოგადად, რეკომენდაციების შესრულებაა – ასეც უნდა მოვიქცეთ.

 წარმოუდგენლია ეკლესიამ როდესმე ან რაიმე მიზეზით თქვას, რომ ეკლესიის კარი დაიკეტება, აღდგომის ღამეს – მით უმეტეს!

სახელმწიფოს პოზიციაა, რომ მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად კანონი ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს. ამავე დროს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში და შეასრულონ რეკომენდაციები.

 ეს მიდგომა არ მოწონს საზოგადოების გარკვეულ ფენებს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ დგას თავის სიმაღლეზე. მოითხოვს კანონის აღსრულებას მისი მთელი სიმკაცრით, მათ შორის შეკრებასთან მიმართებით, აღდგომის ღამით ეკლესიაში და ეკლესიის ეზოში.

 არსებობს საზოგადოების სხვა ფენაც, რომელსაც მიაჩნია, რომ აღდგომის კონტექსტში მოქალაქეების მიმართ მოწოდება – დარჩნენ სახლში (ასევე კომენდანტის საათი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვა და ა. შ.) არის ბრძოლა ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ.

თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს პირველი ჯგუფის პოზიციას:

მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატით ეკლესია და მისი ტერიტორია ეკლესიისვე საკუთრებას წარმოადგენენ, აღდგომის ღამით პოლიცია უნდა შევიდეს ეკლესიებში და სადაც იქნება შეკრებილი სამზე მეტი ადამიანი, ყველა დააჯარიმოს. უზრუნველყოს მათი დაშლა.

თუ ხელისულება გაითვალისწინებს მეორე ჯგუფის პოზიციას:

აღდგომის ღამით უნდა მოხსნას ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ არ მოუწიოს თვალის დახუჭვა კანონდარღვევებზე. დაუშვას და პასუხისმგებლობა აიღოს ხალხმრავლობაზე ეკლესიებში და მის თანმდევ შედეგებზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

ახლა კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ ან ერთი, ან მეორე ვერსიის აღსრულების მოსალოდნელი შედეგები…

საქართველოს მოქალაქე, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში, თავისი ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მან გადადგას ნაკლებადრისკიანი ნაბიჯები და გაატაროს რაციონალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ covid19-ის გავრცელების დინამიკის მაქსიმალურ შემცირებას.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებას მოქალაქეთა მხრიდან და არ დაუშვებს არანაირ გამონაკლისს. არ შეცვლის არც ერთ დადგენილ წესს.

თავის მხრივ ეკლესია არ შეეწინააღმდეგება სახელმწიფოს მოწოდებას და უზრუნველყოფს იმ მოქალაქეების ფიზიკურ დისტანცირებას და პირბადეებით მომარაგებას, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათმდე დასარჩენად მაინც მივლენ ეკლესიაში.

#დარჩისახლში
#შეასრულერეკომენდაციები
#აუცილებლადგავიმარჯვებთ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: