კულტურის პალატა საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს კულტურის პალატა საზოგადოებისადმმიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს კულტურის პალატის მიმართვა საზოგადოებისადმი:
ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთად აღმოვჩნდით ამ სასტიკ რეალობაში. ჩვენი ოჯახები ერთი საფრთხის წინაშე დგანან. საფრთხე კი რეალურია და დაუნდობელი. უხილავი მტერი – სასტიკი კორონავირუსული ინფექცია, ყოველი ჩვენთაგანის სახლთანაა ჩასაფრებული და თითოეულს გვემუქრება. ჩვენ, ყველას, თანაბრად გვტკივა და გვიჭირს ყოველივე ამის გაძლება, მაგრამ უნდა გავუძლოთ ერთად. თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ადამიანების გარეშე ხრიოკ უდაბნოდ არ იქცეს, სამყარო არ განადგურდეს. ჩვენ, ყველა ერთად დავამარცხებთ ამ დიდ ბოროტებას და მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილებით, სიყვარულით, თანაგრძნობით აუცილებლად გადავრჩებით.
გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ – დავრჩეთ სახლში! მივცეთ საშუალება მთავრობას და ექიმებს, რათა ცივი გონებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაამარცხონ ეს კორონავირუსული ინფექცია ჩვენივე ჯანმრთელობისთვის. დღეს ცალ-ცალკე დგომის დრო არ არის, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად!
ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, მოვეფერებით, ჩავეხუტებით, სიყვარულს ავუხსნით ერთმანეთს. ახლა კი ამ ვერაგი კორინავირუსული ინფექციის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – სოციალური დისტანცირება. დავრჩეთ სახლში და ერთმანეთის დახმარებით, სიყვარულით, მოთმინებით და მიტევებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ოჯახი, მშობლები, შვილები…
გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ – დავრჩეთ სახლში!

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი

დავით ოქიტაშვილი

მიმართვას ვუერთდებით:

ელდარ შენგელაია
კახი კავსაძე
ნანი ბრეგვაძე
ლანა ღოღობერიძე
მერაბ კოკოჩაშვილი
ანზორ ერქომაიშვილი
ჯემალ ჭკუასელი
მედეა ამირანაშვილი
თემო გოცაძე
გოგი ქავთარაძე
ქეთი დოლიძე
ალეკო ხომერიკი
ირმა ნიორაძე
თამარ ივერი
ელისო ბოლქვაძე
ფრიდონ სულაბერიძე
ომარ მხეიძე
მარიკო კვალიაშვილი
ნუნუ დუღაშვილი
ნუნუ გაბუნია
ლია სტურუა
ქეთევან კიკნაძე
ნანა ფაჩუაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი
მარინა ჯანაშია
თათული დოლიძე
მარინა კახიანი
ნანული სარაჯიშვილი
გოჩა კაპანაძე
მერაბ ნინიძე
ნანუკა ხუსკივაძე
ქეთი ჩხეიძე
ნანა ლორთქიფანიძე
გიორგი გეგეჭკორი
ვასო ჩიგოგიძე
ვანო იანტბელიძე
ნიკოლოზ სვენტიცკი
ბუბა ხოტივარი
ქეთევან ალექსი-მესხიშვილი
ეკა მამალაძე
თემურ თათარაშვილი
ნუცა ჯანელიძე
კახა ცაბაძე
რუსა მორჩილაძე
ნატო გელაშვილი
ლილიკო ნემსაძე
ნუცა შანშიაშვილი
ცისანა სეფიაშვილი
ნატალია ქუთათელაძე
ზუკა ხუციშვილი

ანსმბლები – ”სუხიშვილები”, ”ერისიონი”, ”რუსთავი”, ”ფორტე”, ”თეატრალურის კვარტეტი”;

”ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია”

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

მიმართვას შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი მსურველი 

Facebook Comments
%d bloggers like this: