მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენით, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენით, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგადაც საფლავი დაიხურა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ. თუმცა, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამო, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია მომლოცველების გარეშე ჩატარდა. ტაძარში მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი იმყოფება.

Facebook Comments
%d bloggers like this: