მდინარაძე: არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებას და მრწამსს – გამოწვევა საერთოა

“არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვინ როგორი პოლიტიკური შეხედულებისაა, ვინ როგორი მრწამსის არის, გამოწვევა საერთოა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვიდეო მიმართვაში ამბობს.

მისი თქმით, ამ საერთო გამოწვევას ყველა პასუხისმგებლობით და საერთო ძალისხმევით უნდა შეებრძოლოს.

“უმორჩილესად გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, ერთმანეთის ჯანმრთელობას, ეკონომიკას, რომელიც ძალიან მალე უნდა გავხსნათ. ჩვენ უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი ყველამ ერთად. დარჩით სახლში და შეასრულეთ რეკომენდაციები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 84 გამოჯანმრთელებულია, 3 გარდაცვლილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: