პუტინმა კორონავირუსზე ყოველდღიური პროგნოზი მოითხოვა

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებს უბრძანა, ყოველდღიურად მოახდინონ ახალი კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი. ახალი ბრძანების მიზეზი რუსეთში Covid-19-ის რეკორდული ზრდა გახდა – ერთ დღეში ქვეყანაში დაავადების თითქმის 5 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 18 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულების რიცხვმა ოფიციალურად 36 793-ს მიაღწია. რეკორდულია კოვიდინფიცირებულების ზრდა – ერთ ღამეში 4 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 313-მდე გაიზარდა.

კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, „მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მოკლევადიანი პროგნოზი მოქალაქეების რიცხვის,  და უნდა წარადგინონ თავიანთი შეფასებები ყოველდღიურად.

მოსკოვში, სადაც 12,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 649-დან 20 754-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვალების ყველა ახალი შემთხვევის ნახევარი რუსეთის დედაქალაქშია დაფიქსირებული.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატების მიუხედავად, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ ქალაქის ბლოკირების შესახებ მარტში მიღებული ზომები შედეგიანია.

„ქვეყანაში დაავადებულების რიცხვი იზრდება, თუმცა, არა გეომეტრიული პროგრესიით და შორს არის ყველაზე ცუდი სცენარისგან. ერთი კვირის წინ მოსკოვის სამედიცინო დაწესებულებებმა წარმოუდგენელი, მაქსიმალური დატვირთვით იმუშავეს. დღეს ეს დაწესებულებები მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე გადავიდნენ რესურსების სრული მარაგით“, – განაცხადა სობიანინმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: