საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩამოვიდა 20 000 უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოში 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი ჩამოვიდა.

ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით შეიძინეს და ჩამოიტანეს.

უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ქვეყნის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობითა და პრეპარატებით მომარაგებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

“როგორც ცნობილია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმეტესობა ქვეყნების მიერ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დაწესდა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ შემდგომ მათ სათანადო ტრანსპორტირებას”, — აღნიშნავენ სამინისტროში.

PCR ტესტი არ არის ე.წ. სწრაფი ტესტი. ეს იგივე ტექნოლოგიაა, რასაც საქართველოში თავდაპირველად ლუგარის, შემგომ კი სხვა ლაბორატორიები იყენებენ. ითვლება, რომ ყველაზე სანდო შედეგს სწორედ PCR ტესტი იძლევა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: