სამების საკათედრო ტაძარში მრევლი 21:00 სთ-მდე მივიდა და 6:00 სთ-მდე დარჩება

სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე დასასწრებლად მრევლი 9 საათამდე მივიდა. როგორც ისინი აცხადებენ, ტაძარში 6 საათამდე დარჩებიან, რათა არ დაარღვიონ კომენდანტის საათის წესები.

მორწმუნეები ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ფეხით მივიდნენ და დილით ასევე ფეხით წავლენ სახლში.

„დილით გავუყვები გზას ნელ-ნელა. სახლში მინდა, წავიღო მადლი. ეს ისეთი დღესასწაულია, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, რომ არ შემეძლო, არ მოვსულიყავი“ ,- უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა.  

Facebook Comments
%d bloggers like this: