საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 385-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527 პირი.

ინფორმაციისთვის, 385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: