Bloomberg-ის პროგნოზით, პანდემიის გამო, მსოფლიოში შესაძლოა, ყავის დეფიციტი შეიქმნას

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამხრეთ ამერიკის ყავის პლანტაციებზე შესაძლოა, მუშახელის დეფიციტი შეიქმნას, რასაც მსოფლიოში ყავის დეფიციტი მოყვება, – ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

ბანკების დახურვამ, სამუშაო დროის შემცირებამ, ასევე გადაადგილებასთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა და დაინფიცირების შიშმა, შესაძლოა, ფერმებში მუშების დეფიციტი გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს შეეხება კოლუმბიას, ბრაზილიას და პერუს, რომელთა წილი არაბიკის მარცვლების წარმოების 2/3-ს შეადგენს მსოფლიოში. 

მუშები ტოვებენ პლანტაციებს, რადგან ეშინიათ კორონავირუსით დაინფიცირების. პლანტაციებში ისინი ახლო კონტაქტში არიან ერთმანეთთან, ვინაიდან სძინავთ გადაჭედილ შენობებში. ეს კი დაინფიცირების რისკს ზრდის. ამასთან, ყავის მოსავლის აღება დაბალანაზღაურებადი, მძიმე შრომაა ცუდ ბუნებრივ პირობებში- მწველი მზის ქვეშ. ამიტომ, მუშების დეფიციტი კოლუმბიას შესაძლოა, მეტად შეეხოს, რადგან ბრაზილიისგან განსხვავებით, კოლუმბიის პლანტაციებზე მოსავლის აღებისას, ხელით შრომაა გავრცელებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყავის მარაგის დეფიციტი მაშინ შეიქმნა, როდესაც მაღაზიაში პროდუქტების პანიკური შესყიდვა დაიწყეს პანდემიის გამო. შედეგად, არაბიკაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.  მოსავლის აღება მომავალ თვეში უნდა დაიწყოს, თუმცა წელს ყავის წარმოება ვერ შეძლებს მოთხოვნის სრყლად უზრუნველყოფას. ამგვარად, გასული წლის მარაგის სრულად გახარჯვა მოხდება. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში თვითიზოლაციის რეჟიმის გამო, ყავაზე ფასები გაიზარდა. რესტორნების, კაფეებისა და კოფეშოპების დახურვის გამო, ასევე ხალხის დისტანციური მუშაობის მასობრივად გადასვლის გამო, ადამიანებმა სუპერმარკეტებში დაიწყეს ყავის შეძენა, რათა სახლის პირობებში მოამზადონ და მიირთვან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: