ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა

“იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამ სადღესასწაულო დღეებში კეთდება სპეკულაცია, რომ უნდა ახლავე ითხოვს განმარტებას: კოვიდ-19 -ის დადგენა ხდება კლინიკებში, ე.წ. პისიარის კვლევით დამოწმებისას (მაქსიმალურად გასაგებად მინდა მოგაწოდოთ). პოზიტიური პასუხის შემთხვევაში (ანუ, როცა დასტურდება), ავადმყოფებს ვითვლით ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თვლაში და გამოვლენაში ა რ ა ვ ი თ ა რ(!!) მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, როგორც სახელმწიფო (დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, ცხადია ასევე სახელმწიფო სტრუქტურაა თუმცა მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია კლინიკებზე). კლინიკები დაინტერესებული ვართ, რომ არცერთი კოვიდ დაავადებული არ გაგვეპაროს! ფინანსურადაც კი სისულელეა ჩვენთვის დაავადებულის დამალვა, რომ არაფერი ვთქვათ ეპიდემიოლოგიურ და თუნდაც მორალურ ასპექტზე- რომელიც არავისზე ნაკლები არ გვაქვს. ვიკვლევთ ყველა იმ საეჭვოს, რომელსაც რაიმენაირად აქვს რისკი გადადებოდა კორონა ვირუსი. ამის მიუხედავად, საკმაოდ მცირე პროცენტია დადებითი პასუხები. ანუ, თეორიულად შეუძლებელია უამრავი დაავადებული დადიოდეს უკონტროლოთ ქალაქში. მაქსიმუმ- დაავადებულთა 10-20% რაც არაა დიდი რიცხვი და მით უფრო “უამრავი”!
პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას- რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენს მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება და მანიპულირების არანაირი ბერკეტი არა აქვს.
ამ დიდებულ დღეს არავის გალანძღვა არ მინდა, ამიტომ ვცდილობ დავიჯერო, რომ როდესაც მავანი პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ან გადიდებულ თვალიანი შიშით მოსდით, ან საკითხის სრული უვიცობით. სავარაუდოდ- ორივეთი ერთად და იმედი მაქვს, არა აქვთ ჩვენი შეურაცხყოფის სურვილი” – წერს ფეისბუქში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: