მეუფე გერასიმე ქადაგებისას ატირდა (ვიდეო)

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ,  ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და ქადაგებისას ატირდა – ვიდეოს “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს სრულიად საქართველო, მთელი სამყარო, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან, ნაწილი ღვთის წყალობით, დაბრუნდა თავის სამშობლოში, ნაწილი რჩება ისევ უცხოეთში და ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, გაბრწყინება თითოეულ ჩვენგანს მოსწრებოდეს“ , – განაცხადა  მეუფე გერასიმემ ქადაგებისას.

Facebook Comments
%d bloggers like this: