მილანში საავადმყოფოს პერსონალი ინტენსიური თერაპიის განყოფილების დახურვას ზეიმობს

მილანის ნიგუარდაში მდებარე საავადმყოფოში, რომლის პერსონალიც პანდემიის ეპიცენტრში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე იბრძოდა, ინტენსიური განყოფილება იხურება. განყოფილება კოვიდ19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნულიდან შეიქმნა და უამრავი პაციენტი მიიღო. ამის შესახებ „მილანო თუდეი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, დღეს გარდამტეხი მომენტი გადალახულია, საწოლები ცარიელი  და პერსონალი განყოფილების დახურვას ზეიმობს.

„საგანგებო მდგომარეობა კვლავ გრძელდება და ვერ ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს პირველი სასიამოვნო სიახლეა. პაციენტების შემცირებამ საშუალება მოგვცა, დავხუროთ 5 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ერთ-ერთი. 27 საწოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის გამო, მთლიანად შევსებული იყო, ახლა ცარიელია! ეს კი იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 50 დღის განმავლობაში, თავს არ ზოგავდა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ფასად უვლიდა მძიმე ავადმყოფებს“,-წერს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: