“მინდა, ბავშვები დაუბრუნდენ სწავლას, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება” – ბრიტანეთის განათლების მინისტრი

“ყველაზე მეტად მინდა, ბავშვები დაუბრუნდენ სწავლას, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება”,- ამის შესახებ ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, გეივინ უილიამსონმა განაცხადა.

„ნებისმიერ ნორმალურ კვირა საღამოს ბევრი თქვენგანი მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად მზის სხივებით დატკბებოდა და ხვალ ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ, მაგრამ ახლა ნორმალურ დროში არ ვცხოვრობთ და გთხოვთ, დარჩით სახლში“, – აცხადებს ბრიტანეთის განათლების მინისტრი.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დისტანციური სწავლების პროცესშია ჩართული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: