მოქალაქემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი განზრახ გააჩინა(ვიდეო)

Nusagi

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზი ცნობილი გახდა – ვიდეოს მოქალაქე ბაჩო ქათამაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე თვითონვე ავრცელებს.

ხანძრის გაჩენის პროცესს ქათამაძე ფეისბუქლაივის საშუალებით იღებდა.

ვიდეოში მოქალაქე “ნაციონალურ მოძრაობას” განადგურებით ემუქრება.

“გქონდეთ ჩემი იმედი, ხომ გეუბნებოდით გავამთლიანებ ქვეყანასთქო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეთქო, ზღაპარს კიარ ვყვები. გვირგვინი ჩემია…

პოლიციამ დამირეკოს არსად არ გავრბივარ, მე მეფე ვარ… ესეც მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, აბა რა გონიათ, სანამდე იბლატავებენ, გაყიდეს ქვეყანა”, – ამბობს ქათამაძე ვიდეოში.

მიზეზის დადგენამდე ხანძრის გაჩენის ფაქტს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. 

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის შესახებგანცხადება გააკეთა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.

იხილეთ ვიდეო, რომელსაც მოქალაქე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: