“ნუ დამაბრალებთ სხვისთვის თავგანწირვას, ნუ მომთხოვთ თქვენთან ერთად სიკვდილს”

“იმ დილას ნეგატიური წნევის იზოლაციის პალატაში შევედი სრული დამცავი აღჭურვილობით, 83 წლის პაციენტი უჰაერობით იხრჩვებოდა. ამასობაში, 15 ლიტრა მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი შრიალებდა, სისინებდა ვენტურის ნოღაბში. მერე ტალღები დატყდა კარდიომონიტორზე და დაიწყო….
ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია კარდიო-პულმონალური რესუსიტაცია, იცის რამხელა ფიზიკურ დატვირთვას ითხოვს ნორმალურ გარემოში მკერდის პრესები. ახლა წარმოიდგინეთ, N95 ნიღაბი, ზემოდან მეორე ქირურგიული ნიღბით დაფარული, სათვალე, სახის ფარი,თავზე ჯერ თხელი თავსაფარი, მერე ქირურგიული, მერე ჰაზმატ კომბინეზონის კაპუშონი. კომბინიიზონის ზემოდან ქირურგიული ხალათი და სამი ფენა ხელთათმანები.
კოდი 10 წუთს გრძელდებოდა. უკვე ინტუბირებული მაინც ვერ გადავარჩინეთ.
ამ ათი წუთი ს განმავლობაში ოფლიან სახეზე ნიღბები იმდენჯერ აცურდა, თვლას ვეღარ ავუდიოდი. რეზიდენტი და ანესთეზიოლოგიც ჩემს დღეში იყვნენ. სიკვდილის დრო დაფიქსირდა და ყველამ დავტოვეთ ოთახი.
მერე ვიდექი ხელისგულის სიფართე აბაზანაში, ფენაფენა ვიფცქვნიდი ოფლით, სიკვდილის სუნით გაჟღენთილ სამოსს და სულის გამყინავ შიშს ვებრძოდი, ვაი თუ….
3 დღის მერე სიცხემ ამიწია…
5 დღის მერე ტესტმა დაადასტურა….
11 დღეა სახლში ვარ თვითიზოლაციაზე…..
მარკიც, ჩვენი რეზიდენტი…. იმას 9 თვის ჩვილი ჰყავს სახლში. ამიტომ, გარაჟში რჩება.
შედარებით იოლად გადამაქვს. ვიტამინები, სუნთქვითი ვარჯიშები….
რამოდენიმე ღამე სუნთქვა მიჭირდა. მეგონა, ვიხჩვებოდი. პანიკაში გაგდებს.
– მე არა ვარ გმირი. არც მარტვილი. ნუ დამაბრალებთ სხვისთვის თავგანწირვას, ნუ მომთხოვთ თქვენთან ერთად სიკვდილს.
მე ჩემს საქმეს ვაკეთებ , როგორც შემიძლია. სანამდეც შევძლებ.
თქვენი მიცვალებულის საფლავზე კვერცხის გადაგორებას და ზიარების მიღებას სხვის სიცოცხლეს ნუ ანაცვალებთ.
დარჩი სახლში! გეხვეწები” – წერს ფეისბუქზე ნანა ბერიშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: