სამხრეთ კორეაში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს პირველი შემთხვევაა ორი თვის მანძილზე, როდესაც ახალი პაციენტების რაოდენობა მხოლოდ ერთნიშნა რიცხვით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 10 661 შემთხვევაა, გარდაცვლილია 234 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 8 042.

„ყურადღებას არ მოვადუნებთ, სანამ ბოლო პაციენტი არ გამოჯანმრთელდება“,-აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი მუნ ჯაე ინი. 

სამხრეთ კორეა პანდემიას უკვე ორი თვეა ებრძვის. ახლა ექიმები შიშობენ, რომ მიღწეული შედეგი შეიძლება კვლავ გაუარესდეს, თუ ადამიანები სოციალურ დისტანციას არ დაიცავენ.

მთავრობამ კერძო ბიზნესს სთხოვა, შეუნრჩუნონ დასაქმებულებს ხელფასები. პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება პანდემიის გამო გამოწვეულ კრიზისს, ამიტომ, საზოგადოებრივი თანადგომა და თანამშრომლობა ასევე აუცილებელია ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: