საქართველოში კორონავირუსი უკვე 92-მა ადამიანმა დაძლია

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 92 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი.

ისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: