“შემოდგომაზე ამათი მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში”

Nusagi

სააკაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს დამწვარი ბიბლიოთეკის ამსახველ ფოტოებს და წერს: “ხანძარი გაჩნდა იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 15-კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: