დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 აპრილს უყრიან კენჭს

დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე კენჭისყრას 22 აპრილს ჩაატარებენ, მანამდე კი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს.

დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტში საგანგებო სხდომაზე განიხილავენ. ხოლო, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძილევას დეპუტატების უმრავლესობის ხმა დასწირდება.

შევა თუ არა ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილ იმ ნორმებში, რომლებიც ქვეყანაში დღეისათვის მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულად დაუჭერს მხარს.ხოლო, საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ მიესალმებიან ოპოზიციის წევრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მმართველი გუნდი რეალურ გეგმას არ წარადგენს, ისინი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმის გასაგრძელებლად მზად არაა, რადგან ხელისუფლებაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების რეალური გეგმა არ გააჩნიათ.

Facebook Comments
%d bloggers like this: