ზაალ ანჯაფარიძე: ჩასაფრებული იყო ცნობილი შემადგენლობა და სულმოუთქმელად ელოდნენ გართულებებს

დადასტურდა, სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც გონივრული კომპრომისული მიდგომით და ამავდროულად საკუთარი როლის დემონსტრირებით, მიაღწია აღდგომის დღესასწაულის ისე ჩატარებას, როგორც მრავალსაუკუნოვან კულტურას ეკადრება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჩასაფრებული იყო ცნობილი შემადგენლობა, რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა გართულებებს.

,,განსხვავებული მოლოდინები იყო გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. ჩასაფრებული იყო ცნობილი შემადგენლობა და სულმოუთქმელად ელოდნენ გართულებას. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც გამოჩნდა თუ რა ცუდად იცნობენ ჩვენს საზოგადოებას. გუშინ დადასტურდა, რომ სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც მან გონივრული კომპრომისული მიდგომით და ამავე დროს საკუთარი როლის დემონსტრირებით, შეძლო იმის მიღწევა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შევხვდით ისე, როგორც ჩვენს მრავალსაუკუნოვანი კულტურის და ტრადიციების ერს ეკადრება. გამოჩნდა ჩვენი ხალხის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ეს არის მთავარი“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: