თვითიზოლაციის რეჟიმის დროს, რუსეთში არაყზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა

რუსეთში არაყზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. 30 მარტიდან 5 აპრილამდე ანუ თვითიზოლაციის რეჟიმის ამოქმედებისთანავე, არყის გაყიდვა 41%-ით შემცირდა. ინფორმაციას „Известия“ავრცელებს.

არყის გარდა, რუსებმა სხვა ალკოჰოლური სასმელის მიღებაც შეამცირეს. მაგალითად, წინა თვეებთან შედარებით, 26%-ით იკლო ლუდის გაყიდვამ, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ფასების გაზრდის შიშით, მოქალაქეებმა მარტში მასობრივად დაიწყეს სპირტიანი სასმელების შეძენა, შესაბამისად, სახლში გარკვეული მარაგი აქვთ.

აპრილიდან რუსეთის ზოგიერთმა რეგიონმა კორონავირუსის ეპიდემიისა და თვითიზოლაციის რეჟიმის გამო მაღაზიებში სპირტიანი სასმელის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა.

რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა არალეგალური პროდუქციის შემოდინების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდვების მოთხსნა მოითხოვეს, თუმცა მათი მოთხოვნა ფედერაციის ყველა სუბიექტმა არ გაითვალისწინა.

აპრილის დასაწყისში ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ სპირტიან სასმელზე მოთხოვნის გაზრდა იმით ახსნა, რომ მოქალაქეები ალკოჰოლს დეზინფექციის მიზნით იყენებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: