იტალიაში კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. პარასკევს ვირუსმა 575, შაბათს კი 482 პაციენტი იმსხვერპლა. შემცირდა ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელიც. თუ შაბათს COVID 19-ის დიაგნოზი 3 491 ადამიანს დაუსვეს, კვირას მათი რაოდენობა 3 047 იყო.

Facebook Comments
%d bloggers like this: