რამდენიმე ევროპული ქვეყანა კორონავირუსზე დაწესებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ აუქმებს

იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ახალი ტიპის კოორნავირუსის ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ნიზრდება, დღეიდან რამდენიმე ევროპული ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.

კერძოდ, გერმანიაში დამამთავრებელი კლასებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე, გაიხსნება პატარა მაღაზიებიც.

გერმანიის გარდა, სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა პოლონეთსა და ნორვეგიაშიც. ამ ქვეყნებში  ასევე, გაიხსნება პარკები და საბავშვო ბაღები.

შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავენ ჩეხეთსა და ალბანეთშიც. ლერძოდ, აქ გაიხსნება ღია ბაზრობები. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში 9 აპრილიდან სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები უკვე გაიხსნა.

რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანაში მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლება ექნებათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: