სად არის სამუშაოდაკარგულებისთვის 150 ლარი 6 თვე?

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს, თუმცა ავტომანქანებით გადაადგილება 22 აპრილიდან დაშვებული სათანადო რეგლამენტით.

ორი დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 30-30-ით მატების შემდეგ იყო 15 შემთხვევა,მერე 9 და დღეს-5.
დიდია ცდუნება ხელისუფლებისთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები კოვიდ-19-თან ბრძოლაში შენარჩუნებული იქნას კარანტინის რეჟიმის გამკაცრებით, რაც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ეკონომიკას, რომელიც დღეს სრულად გაჩერებულია, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს, საიდანაც გამოსვლა-მისი რესტარტი შეუძლებელი იქნება. დროა, ადამიანები დაუბრუნდნენ საქმეს თანდათან. ჩინეთმა უკვე წარმოებების ამოქმედება დაიწყო, იაპონიას არც გაუჩერებია, იქ უსაფრთხოების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვაზე კეთდება აქცენტი, გერმანიამ ბავშვთა ბაღები და სკოლები გახსნა, ჩეხეთმა და ალბანეთმა შეარბილა რეჟიმი, ავსტრალიაც თანდათან გამოდის ტრანსიდან, აშშ-მაც დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა…ჩვენ კი საუბარიც არ დაგვიწყია ჯერ, როდიდან და რას ავამუშავებთ. უფრო მეტიც, კახელ მევენახეებს ვენახებამდე მანქანით მისვლასაც ვუკრძალავთ, რომელიც ხშირად მათი ს აცხოვრებელი სახლებიდან 3-4 კილომეტრით არის დაშორებული. ზოგან ადამიანს 5 კილომეტრის გავლა უწევს წამალი რომ იყიდოს და ეს ასეა არა მარტო სოფლებში.

ხალხს მარაგები ამოეწურა, ჰა და ჰა აპრილის ბოლომდე მიატანოს, ასეთი კი, მარაგების გარეშე მოსახლეობის 50-60 პროცენტია, კიდევ მეტი ვინც მიმდინარე საარსებო სახსრებს მიმდინარე ჭაპან-წყვეტით მოიპოვებს. ასეთ ადმიანებს როდემდე ჩაკეტავს ხელისუფლება სახლებში? სად არის სამუშაოდაკარგულებისთვის 150 ლარი 6 თვე? ანკი რატომ ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები? თან მათ ხომ ოჯახები აქვთ სარჩენი. მათზე გაცილებით მეტნი არიან თვითდასაქმებულები, რომლებიც არანაირ საშემოსავლოს არ იხდიან და მათ რაღა? მხოლოდ 5 ათასამდე ტაქსის მძღოლია გაჩერებული…მიცემს თითოეულს 1000 ლარს ერთჯერადად მთავრობა? ვერა! და კიდევ დიდხანს აპირებთ ამ ხალხის სახლში გამოკეტვას?დარჩით სახლში — კარგია და სწორია, მაგრამ რაღაც ვადით. თან აქეთკენ საზოგადოებას ისინი მოუწოდებენ, ვისაც ხელფასი 2000-3000ლარი აქვს, სამუშაო არ დაუკარგავს, ზოგს 1000$ და მეტი დანაზოგი მაინც აქვს.

გახარია სულ და მართებულად იმეორებს, რომ ჩვენ ორი ტოლფასი და ტოლფარდი ამოცანა გვაქვს: კოვიდის დამარცხება და ეკონომიკის გადარჩენა. ჰოდა, გაბედული ნაბიჯები, პრემიერო!,-წერს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: