საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა- 399, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 93.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ დამატებულა.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა . ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომელიც თვითდინებით მოვიდა და მას ტესტირება ჩაუტრდება. ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურებულია, დაავადება აღარ პროგრესირებს. ეს ნიშნავს, რომ კეთილსაიმედო გამოსავალი უნდა იყოს ორივესთან. მძიმე პნევმონიით გვყავს 14 პაციენტი. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: