პარიზის წყალში კორონავირუსი აღმოაჩინეს

წყალგაყვანილობის სისტემაში, რომელიც პარიზს ტექნიკური წყლით ამარაგებს, კორონავირუსის კვალი იპოვეს. ამის შესახებ Le Monde იუწყება.

გამოცემა აზუსტებს, რომ აღნიშნული სისტემა მე-19 საუკუნისაა. წყალი კი, ქუჩების მორეცხვისთვის და შადრევნებისთვის გამოიყენება, ამიტომ, სრულფასოვან წმენდას არ ექვემდებარება. მერიაში განმარტავენ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, მიმართეს რეგიონულ ჯანდაცვას, რადგან 27 წერტილიდან აღებულ ოთხ სინჯში აღმოჩნდა მართალია „მცირე, მაგრამ მაინც ვირუსის კვალი“. წყლის გამოყენება სასწრაფოდ შეწყდა.

ქალაქის მთავრობა მოსახლეობას ამშვიდებს, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან მილები, რომლებიც პარიზს სასმელი წყლით ამარაგებს, სუფთა აღმოჩნდა. 

საფრანგეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად ინფიცირებული ქვეყნების ოთხეულშია. 19 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 152,9 ათასი ადამიანი დაავადდა, მათგან 19 744 გარდაიცვალა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: