ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიის ქართველი კურსდამთავრებული-ნოდარ დვალი

ამერიკის საჰაერო ძალების აკადემია მსოფლიოში საუკეთესო მფრინავებსა და ასტრონავტებს ამზადებს. 2020 წელს აკადემია 967-მა ოფიცერმა დაამთავრა. მათ შორისაა ქართველი სტუდენტი ნოდარ დვალი, რომელიც ამერიკაში მიღებული განათლებით მალე სამშობლოში ბრუნდება. ქართველმა კურსდამთავრებულმა „იმედის დილაში“ აკადემიაში სწავლის პერიოდი გაიხსენა.

„თავიდან აქ რომ ჩამოვედი, პატარა ბავშვივით ვუყურებდი ყველაფერს, რადგან პირველად მოხდა ისე, რომ ვთქვათ, ვიღაცამ დამიყვირა და მე პასუხის გაცემის უფლება არ მქონდა. ცუდი დღე მქონდა და იმის მაგივრად, რომ ვიღაცას გავემხნევებინე, ზემოდან მიმატებდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა, ალბათ, გამაძლიერა. საჭიროა აქ ეგრე განიცადო, რადგან ოთხი წლის მანძილზე ერთი ან ორი კვირა ისე გაგრძელდეს, რომ არანაირი პოზიტივი არ დაინახო აქ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ღირდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დვალმა.

მისივე თქმით, 86 კურსდამთავრებული ამერიკის კოსმოსური ძალების წევრი გახდა. ეს პირველად მოხდა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ დეკემბერში მოაწერა ხელი, რომ მსგავსი სერვისი ჩამოყალიბებულიყო. დაახლოებით 600 კურსდამთავრებული კი ამერიკის სამხედრო პილოტი იქნება, რომლებიც შემდეგ ძირითადად ნატოში, ამერიკის შეერთებული შტატების თეთრ სახლში, პენტაგონში იმუშვებენ. 100 კურსდამთავრებული ინტელიგენციის ოფიცერი ან ლოჯისტიკის ოფიცერი გახდა.

დვალი მეხუთე ქართველია, რომელიც ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიას დაამთავრებს. კორონავირუსის პირობებში შეზღუდვა მასაც შეეხო.

„ბაზზაზე, როდესაც ამერიკაში კარანტინი დაიწყო, პირვლი სამი კურსი გაუშვეს და მხოლოდ მეოთხეკურსელები დაგვტოვეს. ყველას ერთკაციანი ოთახი მოგვცეს და ერთმანეთის დაშორებით ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთმანეთთან კონტაქტის უფლება გვაქვს. არ გვაქვს ქალაქში გასვლის და ბაზის დატოვების უფლება, ძლიან ლიმიტირებულად გვაქვს იმის დრო, რომ მაღაზიით ვისარგებლოთ ან რაიმე მსგავსით“, – აცხადებს ქართველი კურსდამთავრებული.

აკადემიის სტუდენტებს სწავლის დასრულება მსოფლიოს საუკეთესო პილოტებმა ვიდეომიმართვით მიულოცეს.

„ახლაც არ მჯერა ბოლომდე, რომ ყველაფერი დასულდა. ველოდები, როდის შევძლებ საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც ატაშემ ამერიკაში უნდა მითხრას. ამის შემდეგ ლეიტნანტის წოდება მომენიჭება და შემდეგ საქართველოში საჰაერო ძალებში მუშაობას დავიწყებ“, – განაცხადა ნოდარ დვალმა.

(იხ. ბმული)

https://vod.imedi.ge/new/V/2004/21/35/55/_LxHSQPFWEisdlrUH6tmcg/qartveli-studentis-amerikuli-tsarmateba.mp4

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: