“გულისწყვეტა იმისა, რომ ვიღაც შენზე სწრაფი და მოხერხებული აღმოჩნდა, არ ღირს”

პროფესორმა, იურისტმა მარიამ ცაცანაშვილმა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ძალიან კარგი და საინტერესო “პროექტი” დაიწყო – Facebook აუდიტორია N..
“პროგრესნიუსი” გთავაზობთ მარიამ ცაცანაშვილის ჩანაწერებს:

სტუდენტური აუდიტორია – Facebook ლექციები 1.
შენ უკვე იცი რა არის Facebook, თითქოს ამის ახსნის საჭიროება არაა. მე მაინც წამოგაშველებ ჩემს პრეზენტაციას, ამ თითქოს მარტივი, მაგრამ ინფორმაციის გაცვლის მოსახერხებელი ტექნოლოგიის შესახებ.
Facebook უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე ტერმინი სოციალური ქსელი. მან ფაქტობრიბრივად ოციალური სერვისების სტანდარტები ჩამოაყალიბა.
ამ სერვისის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი მე-6 კლასში იყო პირველი კომპიუტერული თამაში „ რისკი“ რომ შექმნა. შემდეგ მამამისისთვის დაწერა პროგრამა, რომლის მეშევეობით კომპანიის თანამშრომლები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. პროგრამა «Synapse» კი მიმზიდველი აღმოჩნდა ისეთი დიდი კომპანიებისთვის როგორიცაა Microsoft და AOL. საინტერესოა რომ ცუკერბერგი მაშინ ამ კომპანიებს არ დასთანხმდა მათი თანამშრომელი გამხდარიყო.
და აი, საინტერესო ამბებიც აქედან იწყება. ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოში (იგი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა) მარკი გამოვიდა „the Facebook“ კონტაქტების ინიციატივით. იყო წინააღმდეგობებიც, თუმცა მას შემდეგ, რაც მარკმა ჰარვარდის საუნივერსიტეტო საიტის გაშვების შემდეგ 2 საათში 450 სტუმარი და 22000 „ნახვა“ დააგროვა, შეიქმნა სასტარტო ვირტუალური აუდიტორია ჰარვარდში. პროფესორები და სტუდენტები დიდი წარმატებით იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას სასწავლო პროცესში. 2004 წლიდან „the Facebook“ გასცდა ჰარვარდის საზღვრებს და, როგორც განათლებისა და გართობის ახალი ტექნოლოგია სტენფორდის, კოლუმბიის, იელის უნივერსიტეტების სტუდენთათვის მიმზიდველი აღმოჩნდა. შემდეგ მას სხვა ელიტარული უნივერსიტეტები შეუერთდნენ.
ამის შემდეგ the Facebook -ი სასწავლო ტექნოლოგიიდან მომგებიან ბიზნესად იქცა. მარკის პირველი ინვესტორი პიტერ ტილი იყო, რომელსაც ეკუთვნის პირველი საგადასახადო სისიტემა PayPal. ეს იყო 500 000 დოლარის ინვესტიცია. ნახევარ წელიწადში the Facebook მა მილიონი მომხმარებელი შეიძინა. 2005 წლიდან დაკარგა წინსართავი «the» და მივიღეთ უბრალოდ Facebook, რომელმაც სტუდენტური სერვისიდან მზარდ და მომგებიან საინფორმაციო ბიზნესში გადაინაცვალა. Facebook-მა თავის პიკს უკვე მიაღწია. რათქმა უნდა გაჩნდება რაღაც ახალი, ის კი დარჩება როგორც ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგია სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში.
ასე, რომ იდეა საკუთარი ხელით უნდა გარდაქმნა ცხოვრებისეულ შესაძლებლობად!. გულისწყვეტა იმისა, რომ ვიღაც შენზე სწრაფი და მოხერხებული აღმოჩნდა, არ ღირს. კრიზისულ სიტუაციაში ჯობია მიიღო რაღაც, ყველაფრის დაკარგვის სანაცვლოდ. Facebook გონებასხარტი, ცოდნისთვის მოტივირებული, შემოქმედი აზროვნების სტუდენტებისა და პროფესორთა შეხვედრის ადგილია.
წარმატებები არჩეულ სპეციალობაში!

Facebook აუდიტორია N 2 იცნობდეთ!
ის COVID-19 -ს კვლევით ლაბორატორიაში დახვდა. 77 წლის მეცნიერი ვაჟა ჩაგელიშვილი ოზონის გენერატორს ცდის, აუმჯობესებს და დეზინფექციისთვის მთავრობას სთავაზობს. თურმე ჯერ კიდევ 1994 წელს საქპატენტის მიერ მკვლევარებზე რიმზეტ თუშურაშვილსა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სხვა მეცნიერთა გამოგონებაზე გაცემულა პატენტი, რომელიც პლევრის ემპიემიის და გარეგანი დაიმფიცირებული ჭრილობების მკურნალობის ხერხია. ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ხანდაზმული მეცნიერი, ყოფილი მთასვლელი, რომ შეხდავ პატარა ბიჭივით მუხლჩაუხრელად მუშაობს. ხან კომპიუტერთან, ხან ფურცლებთან, უმეტესედა ტექნიკის გამოცდით და ექსპერიმენტებით არის დაკავებული. რომ მეთოდის მოდიფიცირებისა და ეპიდემიის პროფილაქტიკის პროცესთან მისი ადაპტირება მოახდინოს!. ჯიბიდან სპირტიან საცავს ამოიღებს ხელს . გაიწმენდს და ისევ საქმეს შეუდგება.
ღმერთო ძალა მიეცი!
მის ყურებას არაფერი სჯობს; იმედი, რწმენა და ხალისი გეძლევა. მერე მთელი რუდუნებით მიხსნის: ეს ოზონატორი უნივერსალურია, გამოიყენება როგორც წყალში ოზონის დაგეგმილი კონცენტრაციის მისაღებად, ასევე დახურულ სივრცეში ჰაერის და ობიექტების დეზინფექციისათვის.
ესეც მეცნიერთა სოციალური პასუხისმგებლობა. მადლობა ბატონო ვაჟა, თქვენ და თვენს გვერდით მდგომ ორიოდ მეცნიერს უძილო ღამეების, დაუღალავი შრომისა და აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის.
არის! შედეგი მიღწეულია, გამოცდილია, დასანერეგად გამზადებულია!!!!!!მოასწრო საგანგებოს, ხვალიდან ქუჩაში გამოსვლა და ლაბორატორიაში მოსვლა ეკრძალება ასაკის გამო 😊)
არავისგან არაფერს ითხოვს, თითო გული და პატარა კომენტარი დაუწერეთ, გავახარებ !! მადლობა ბატონო ვაჟა, თქვენ და თქვენს გუნდს!

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: