გურულ ფიზიკოსს უთქვამს, როცა მაღალია ძაბვა, დამიწებას იზოლაცია სჯობსო-ნინო კვაჭანტირაძე

„კი, ბატონო, გემორჩილებით ამ კორონას შიშით, დარჩით სახლშიო და დავრჩით, გაიკეთეთ ხელთათმანიო, პირბადეო და ჩვენ ჩაფხუტებიც ჩამოვიცვით, დისტანციაო და ვდისტანცირდით, ტრანპორტი საქალაქოც გაგვიჩერეთ, საქალაქთაშორისოც, მეტროც და ორი მეტროც, პირადიც და საზოგადოებრივიც, ეკლესიაში არ წახვიდეთ, თორემ კუბოები იქნებაო და გავჩერდით, სასაფლაოზე მიცვალებულებს კვერცხი არ გადაუგოროთო და არ გადავუგორეთ, ახლა ფეხით სიარულიც შეიძლება აგიკრძალოთ და მესიჯების გარეშე გარეთ ვერ გამოხვიდეთო, ბარემ დაგვაბით ბაგაზე…

ერთ გურულ ფიზიკოსს უთქვამს, როცა მაღალია ძაბვა, დამიწებას იზოლაცია სჯობსო და ვართ მორჩილად იზოლირებულები…. ვითმენთ, ბატონო, ოღონდაც გლეხებს მოსავალი რომ უფუჭდებათ, ნაწვალები სათბურები და მინდვრები ბოსტნეულით და მწვანილეულით რომ აქვს სავსე, იქნებ რეგიონის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ პროდუქტის ქალაქამდე გამოტანა, ჰააა, ძაან შეუძლებელს ვამბობ? შენ ის მითხარი, რა გახსენი, თორემ მარტო იმითი თავმოწონება, რომ დავკეტეთ სასაფლაოებიო, არაა მთლად”მამულიშვილური” განცხადება…“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: