ეზუგბაია: მხოლოდ მათზე მოწოდება, ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს, არასწორია

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია, ამბობს, რომ საქართველოში ეკლესიური ცხოვრებით ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს და მოწოდება – ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე ღამის თევით იმყოფებოდა, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს, არასწორია.

“იცით რაშია საქმე? ლაპარაკი ასე არ შეიძლება. ჩვენ მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. ჩემთვის უცხო არ არის… შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწვა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე…
ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიმე სეგმენტზე“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: