“ეყოს კაცობა და თვითონ მოითხოვოს სასჯელი” – ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის სიძე

ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის სიძე, თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ის შსს-ს მოუწოდებს დამნაშავეს შესაბამისი სასჯელი გამოუტანონ.

რაც შეეხება დაკავებულს, როგორც პირველშვილი წერს, მან თავად უნდა მოითხოვოს სასამართლო პროცესზე შესაბამისი სასჯელი.

„ბედნიერია. თამუნას ვიდეოში თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო.

მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით – ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამინი მოგვიკლეს – საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მივმართავ თხოვნით შსს-ს ორგანოებს, გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო, სიცოცხლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეოზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრითა და ერთმანეთთან მოფერების ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს. რა ვუთხრა, ხან რას ვიგონებ ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება.

მინდა მივმართო ასევ იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს საჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს, პირადათ ჩემთვის უკეთესია. უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს პირველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შუახნის ქალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე სამართალდამცავის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: