თენგიზ ცერცვაძე – სხვადასხვა მოდელის შეთავაზება ადვილია, მაგრამ როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი, გაცილებით ძნელია

ბევრი აქვეყნებს პოსტებს, ზოგს უცხოეთიდან გადმოწერილს, ზოგი თავისას, ყველა მათგანი საყურადღებოა, გვთავაზობენ სხვადასხვა მოდელებს, შეთავაზება ადვილია, მაგრამ როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ აკეთებ იმ მოდელს, ეს გაცილებით უფრო ძნელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ავიღოთ შემოთავაზებული მოდელები, რომელთანაც რამდენიმე საინტერესოა. ძირითადად, გვთავაზობენ ორ მოდელს. ერთი – მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა და გარკვეულწილად, ჩვენც ამ ქვეყნებს მივეკუთვნებით.

მკაცრი შეზღუდვებია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ავადმყოფთა და გარდაცვალებულთა სიხშირე. მეორე, ლიბერალური პოლიტიკა – მოვხსნათ მკაცრი შეზღუდვები, გავხსნათ ეკონომიკა, ეს ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანა გამოვიდეს რეცესიიდან და მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობის იმედზე ვიყოთ, რომ ისინი თავად დაიცავენ ნაწილობრივ რაღაც წესებს.

ეს ქვეყნები მიდიან იმაზე, რომ გავრცელდეს ინფექცია და მათთვის ეს არ არის ტრაგედია; ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან გამოვა, მერე რა, რომ ინფექცია გავრცელდება, რაღაც რაოდენობა სამწუხაროდ დაიღუპება, მაგრამ დანარჩენები შეიძენენ იმუნიტეტს და ქვეყანა გახდება იმუნური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: