თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ თბილისიდან რომის მიმართულებით სპეცრეისი შესრულდა

დღეს, თბილისიდან რომის მიმართულებით, თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ სპეცრეისი შესრულდა.

აღნიშნული რეისით, სამშობლოში დაბრუნდნენ ხანდაზმულები, ორსულები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიურ პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ადამიანები და ასევე 11 ქართველი მეზღვაური.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა.

Facebook Comments
%d bloggers like this: