კარანტინის საწინააღმდეგო აქციის შემდეგ, კენტუკის შტატში covid19-ის აფეთქება დაფიქსირდა

Nusagi

აშშ-ში, კენტუკის შტატში, მას შემდეგ, რაც კარანტინის საწინააღმდეგო მიტინგები დაიწყო, ერთ დღეში ახალი კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა,-ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს. 

გუბერნატორმა ენდი ბეშარმა განაცხადა, რომ ერთ დღეში 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ დრომდე არსებული მატების პიკია. საერთო რაოდენობამ 2960-ს მიაღწია. 

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ძალიან გადამდებ და საშიშ ინფექციასთან ბრძოლის ეპიცენტრში. მოდით დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების უსაფრთხოებისთვის“,-აცხადებს გუბერნატორი.

ასობით მომიტინგე ოთხშაბათს კაპიტოლიუმის შენობასთნ შეიკრიბა იმ დროს, როდესაც ბეშარი კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავდა. დემონსტრანტები ყვიროდნენ: „გახსენით კენტუკი“. ხუთშაბათს იგივე ჯგუფი კვლავ მივიდა კაპიტოლიუმთან, თუმცა მათ იქ ბარიკადები დახვდათ.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მიზეზი აღნიშნული შეკრებები. გუბერნატორის თქმით, 33 შემთხვევა მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრებსა და ექთნებს უკავშირდება, დანარჩენის მიზეზი კი, სავარაუდოდ, სწორედ დემონსტრაციებია. თუმცა, 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე კერ კიდევ არის დრო. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: