Advertisements

ლავროვი: თუ საქართველოს მთავრობისგან სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის გახსნის შემოთავაზება იქნება, რუსეთი ამას განიხილავს

“რუსეთი მზადაა განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის გახსნის საკითხი, თუ ასეთი შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წამოვა”,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რუსეთს დიდ ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს, თუმცა გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, გულისხმობს.

“სავაჭრო მისიები ასევე გვაძლევს გარკვეული სახის შეთანხმების შესაძლებლობას. მე არ ვფიქრობ, რომ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის გახსნა დამატებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი შემოთავაზება იქნება, ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ”,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა საზოგადოებრივი დიპლომატიის განვითარების ფონდის მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან საუბარში.

Facebook Comments
Advertisements