მთავრობა 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს.

ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, ამ დღესვე საზოგადოებას გაეცნობა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც.

“პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: