ნიუ-იორკის ლგბტ-პრაიდი ოფიციალურად გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, ყოველდღიური ბრიფინგის დროს, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ივნისში ყველა მსხვილ ღონისძიებას აუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მანჰეტენის ქუჩებში ლგბტ- აღლუმები აღარ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა ლგბტ-პრაიდის 50-წლიანი ისტორიის მანძილზე. წელს ლგბტ თემს ამ ღონისძიების გრანდიოზული იუბილე უნდა აღენიშნა. 

როგორც ბლაზიომ განმარტა, აღლუმის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გასაკვირი არ უნდა იყოს. სოციალური დისტანცია აუცილებელია, რათა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდეს. 

„წარმოუდგენელია, რომ ამ პირობებში თქვენ თუნდაც რამდენიმე ახლობელი გყავდეთ გვერდით, რომ არაფერი ვთქვათ მილიონობით ადამიანზე, – ეს არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც იკრიბება პრაიდის დროს ყოველ წელს. დღეს ნიუ-იორკი გლობალური პანდემიის ეპიცენტრია“,-განაცხადა მერმა, თუმცა მის გამოსვლას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. 

ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ პრაიდი სხვა ფორმით არ ჩატარდება. პრაიდის ევროპული ასოციაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 27 ივნისს გაიმართება 24-საათიანი მსოფლიო ონლაინ პრაიდი. მათი თქმით, ეს არის ლგბტ თემის ერთადერთი საშუალება, შეიკრიბონ, და თავი საზოგადოების ნაწილად იგრძნონ, იგრძნონ, რომ ისინი უყვართ და არ არიან მარტო.

Facebook Comments
%d bloggers like this: