პაატა იმნაძე – აქამდე არ გვითქვამს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს.

მისივე თქმით, პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

“ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: