,,პანაშვიდზე რო გაცინება ტეხავს, ეგრე ვარ. რამდენჯერ სულელივით გამცინებია…”-ნინო ახობაძე

ყოფილი სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე, რომელსაც იუმორი არც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღალატობს, სოციალურ ქსელში მორიგი სახალისო ისტორიის შესახებ წერს:

„პირბადეს რო ვიკეთებ, ცემინება და ხველა მიტყდება. იქამდე ვარ ვარდივით. ვინ იცის კიდე რამდენია ჩემნაირ გაჭირვებაში და სულ გული მისკდება, ხველა რომ ამიტყდება ხოლმე სადმე რიგში, ვინმემ არ გადარეკოს და არ მოცვივდეს სასწრაფო თავისი კოსმონავტებით და ცემა-ტყეპით ძალით არ შემტენონ უკან მანქანაში.
ხალხო, ამას ეხლა სიცილით ვწერ, თორე იცი რა მურტალიაა?
აი მთელი დღე გავა-არაფერი, მივიბამ იმ ნიღაბს და ვიხრჩობიი!

პანაშვიდზე რო გაცინება ტეხავს, ეგრე ვარ. რამდენჯერ სულელივით გამცინებია…
დღეს ვდგავარ მორიგი დგომით ნიკორას გარეთა რიგში, სულ ერთი ცალი პატიოსანი მოქალაქეა ჩემს წინ და რეკავს ტელეფონი.
ნათესავი ქალია, რა თქმა უნდა დედას მოსაკითხად (ასე მეგონა)
ავიღე და ტირის.

გამისკდა გული, მართლა ძალიან შემეშინდა, ისედაც რა დღეში მაქვს ნერვები და ვაცალე ცოტა ხანი, მარა არ ჩერდება, უფრო წაიღო… სლუკუნზე რო გადავიდა, დრო ვიხელთე და მეთქი-დაწყნარდი ეთერი დეიდა, მომიყევი რა ხდება აბა, ხომ იცი რომ უფალი არ დაგტოვებს, ყველაფერი კარგად იქნება… სტრესი კლავს… და რაღაცეებს ვბოდავ გაზეპირებული ტექსტებით.
ჰოდა, ერთი კიდე ისე ამოისლუკუნა, გული ამოაყოლა და მეუბნება-ეჰ შვილო, მე კი ვიქნები კარგად, მარა შენზე ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე წუხელ, აი ძალიან ცუდი და ვნერვიულობ, და როგორა ხარ აბა როგორ, მითხარიოო.
ამ დროს ჩემმა რიგმაც მოუწია, შევედი და ისტერიული ხველა დამეწყო ნერვიულობისგან

ისე შემომხედა ყველამ, ისეთი ზიზღით მიყურებდნენ, თავი შემეცოდა და ამ დროს ეთერი მიყვება სიზმარს და მეც დაუფიქრებლად ვიმეორებ, რასაც ის ამბობს და
ფრაზაზე: “ვაიმეე კუბოში ვიწექიი????” სიტუაცია კრაინნად დამძიმდა მთელს ნიკორაში… და იმათ დაფეთებულ სახეებს რო გავხედე, მეთქი გამოვასწორებ და სპეციალურად უკვე ძალიან ხმამაღლა ჩავძახე ტელეფონში: “და ვაბშე, რო იცოდე რო მოკვდები ეგ არის აი ძააან კააი” (იმათ რა იცოდნენ რო სიზმარში სიკვდილს ვგულისხმობდი) და აი ბოლომდე გაფუჭდნენ!!!!“ – წერს ნინო ახობაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: