“პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ნიქნება, პიკის ზუსტი დროის დასახელება შეუძლებელია.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პიკური პერიოდისდან 2 კვირის შემდეგ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დაღმავალი ტალღა დაიწყება.

პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ ვერავის, თქვას როდის იქნება, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ამის ზუსტად გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში. იმ პირობით, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცავთ რეკომენდაციები, შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები თუნდაც იმ დონეზე, როგორც დღეს ვიცავთ. ეს არ არის იდეალური, მაგრამ მაინც. ეს პიკი იქნება მართლაც ორ კვირაში და ერთი თვის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ვინაიდან ქვეყანა ახლო მომავალში პიკურ პერიოდს ელის, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: