რუსეთის ფედერალური ჯარი ჩეჩნეთის საზღვართან გამოჩნდა

ჩეჩნეთში ნადტერეჩნის ოლქთან, ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსული ფედერალური ძალების გადაადგილება შეინიშნება. ინფორმაციას “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ურალის სამხედრო ძალების მანქანების გადაადგილება ადგილობრივებმა შენიშნეს. მათი თქმით, მანევრების შესახებ წინასწარ ინფრომირებული არ ყოფილან. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ნადტერეცნის რაიონის მახლობლად ფედერალური ძალების გამოჩენა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ფაქტის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთთან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩაკეტილია.

Facebook Comments
%d bloggers like this: