საქართველოში კორონავირუსისგან 97 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4816 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

Facebook Comments
%d bloggers like this: