ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ კორონავირუსი ცხოველებისგან გავრცელდა და ის ლაბორატორიაში არ შეუქმნიათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერ ფადელა ჩაიბის განცხადებით, ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ კორონავირუსი ცხოველებისგან გავრცელდა და ის ლაბორატორიაში არ შეუქმნიათ.

„ამ ეტაპზე კორონავირუსის წყაროს დადგენა შეუძლებელია, თუმცა არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და ის ხელოვნურად არ შეუქმნიათ. სავარაუდოდ ის ბუნებრივად არსებობდა ღამურებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ყველა უნდა იყოს ფოკუსირებული ფაქტებზე და არა „შეთქმულების თეორიებზე“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა,რომ ახალი კორონავირუსით პირველი ინფიცირებული უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო, რასაც ჩინეთში უარყოფენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: